betturkey giris big bass bonanza zbahis zbahis guncel xslot wild wild riches mega 7 kupabet jewel rush happy hooves golden dragons populer slot siteleri sahabet aviator demo aviator oyna Gates of olympus oyna Gates of olympus sweet bonanza oyna sweet bonanza pragmatic play
Betturkkey
antikbet
casibom
zbahis giriş
1xbet supertotobet
1xbet casino siteleri supertotobet

სამშენებლო-კერამიკული მასალების წარმოების აღორძინება საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზაა

პროექტის არსი

სამშენებლო კერამიკული  ნაკეთობები (სამშენებლო აგური და ბლოკები, კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილები, კლინკერის აგური (გზების მოსაგები, საფასადე  და ა. შ.) ერთ-ერთი ქვაკუთხედია მშენებლობის წარმოების. სამშენებლო-კერამიკული ნაკეთობების წარმოებას ახლავს გაცილებით ნაკლები გამონაბოლქვი ატმოსფეროში და მათ საწარმოებლად ნაკლები სათბობ-ენერგეტიკული რესურსები იხარჯება ცემენტის წარმოებასთან შედარებით: კერამიკული აგურის სინთეზს ესაჭიროება 900-1000°C ტემპერატურა, მაშინ როდესაც ცემენტის კლინკერის სინთეზს – 1450 -1500°C. ამავე დროს, კერამიკული აგურით აშენებული კედელი „სუნთქავს“ და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ცემენტ/ბეტონისგან აგებული.

საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს ერთადერთი მეტეხის აგურის ქარხანა, რომელიც მუშაობს მეტეხის საბადოს თიხაზე.  მეტეხის თიხის საბადო მილევადია. თიხის შემორჩენილ ფენებში მაღალია CaO-ს შემცველობა (12-17 მას.%), რაც აგურის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. სხვა საბადოების სააგურე თიხების შემადგენლობებიც CaO-ს მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც წარმოქმნის აგურის ზედაპირზე თეთრ ლაქებს და დაბლა სწევს ყინვამედეგობას. მათგან განსხვავებით ყვარლის თიხაფიქალი გამოირჩევა CaO-ს დაბალი შემცველობით (1-2 მას.%).

ცნობილია, რომ კახეთის რეგიონში (მდ. დურუჯის ხეობაში) ეგზოგენური პროცესების შედეგად ქ. ყვარელთან დაგროვდა 20,0 მლნ. კუბ. მეტრზე მეტი კლდოვანი ქანების ჩამონაშალი და ყოველწლიური ნამატი დაახლოებით 500,0 ათას კუბ. მეტრს აღწევს. ხეობაში პერიოდულად ვითარდება დამანგრეველი ძალის ღვარცოფული პროცესები, რაც ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება ადგილობრივ გარემოს და კერძოდ, ქალაქ ყვარელს და მის 10 ათას მოსახლეს, რომელნიც მაღალი რისკის ფაქტორის ზონაში იმყოფებიან.

 

მდ. დურუჯის ხეობა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე

რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის მიზნით, აუცილებელია წლების განმავლობაში დაგროვილი ქანების მასის ქ. ყვარელის მიდამოებიდან გატანა.  საქმე იმაშია, რომ მდ. დურუჯის მიერ ჩამონატანი კლდოვანი ქანები წარმოადგენს ბუნებრივი თიხაფიქლების ნაშალს, ანუ ეს არის პოტენციურად სასარგებლო ნედლეული მასალის ბუნებრივი საცავი, რომლის რაციონალური გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მრავალი სახეობის პროდუქცია ვაწარმოოთ მოსალოდნელი საგრძნობი ეკონომიკური ეფექტით, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკოლოგიურ აუცილებლობაზე.

ჩვენს მიერ ადრე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ყვარლის თიხაფიქლები წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების მისაღებად.

პროექტის მიზანია: ყვარლის თიხაფიქლებისგან თანამედროვე სამშენებლო-კერამიკული ნაკეთობების: სამშენებლო აგურის და კლინკერის აგურის დამზადების ტექნოლოგიების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო კერამიკული წარმოების აღორძინებას და  გარკვეულად ეკოლოგიური პრობლემების  მოგვარებას საქართველოში.

ლაბორატორიულ პირობებში შემუშავდა სამშენებლო და კლინკერის აგურის, ასევე კედლის შესამოსი და იატაკის მოსაგები ფილების მიღების ტექნოლოგიები ყვარლის თიხაფიქალის საფუძველზე. საექსპლუატაციო პარამეტრების მისანიჭებლად მაკორექტირებელ დანამატებად გამოყენებული იქნა სხვადასხვა ადგილმდებარეობის თიხები და ზესტაფონის სილიკომანგანუმის წარმოების  ქარხნის მტვერი.